გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე. გატაცებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მაცხოვრებლები. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულები შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“. სოფელ გრემისხევში „მოამბის“ ჯგუფი მუშაობს.​

მოამბე

დატოვე კომენტარი