საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები მოქალაქეები

ჯერჯერობით ისევ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება სოფელ წინაგარადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე. ისინი ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა უკანონოდ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ინფორმაცია მათ შესახებ ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ. ვარაუდობენ, რომ უქმეების გამო, მათი გამოშვება ვერ მოხერხდა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან მათი გათავისუფლება სავარაუდოდ ხვალ მოხდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

დატოვე კომენტარი