ახალი შესაძლებლობა ქართველი მეზღვაურებისთვის

ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატი კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიარა.

თურქეთის, უკრაინის და რუმინეთის შემდეგ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა ბულგარეთთანაც. გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ქართველი მეზღვაურების მაღალ პოზიციებზე დასაქმების პერსპექტივას გაზრდის. წლების განმავლობაში ქართული საზღვაო სასწავლებლების მიერ გაცემული სერტიფიკატები ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღიარებული არ იყო, რაც სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ მეზღვაურებს სამუშაო შესაძლებლობებს და არეალს უზღუდავდა. ახლა მათ შავი ზღვის რეგიონის ოთხ ქვეყანაში შეუძლიათ საქმიანობა.