ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია
ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. 12 -ტომიან საქმეში ყველა ის დოკუმენტაციაა, რომელიც სხდომაზე გამოიკვლიეს.
2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტზე ბრალი ძალოვანი უწყების ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ პროკურატურა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.