პროკურატურის გადაწყვეტილება ბაჩალიაშვილის საქმეზე

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე მოხდა. გამოძიების ფარგლებში, სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს და ქალაქის პროკურატურა გამოკითხვის გარეშე დატოვა. ბაჩალიაშვილის ოჯახი კი შუბითიძის განცხადების საფუძველზე, საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს, მათ განცხადება პროკურატურაში უკვე შეიტანეს.