სტაჟირების პროგრამა პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორები პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ. სტაჟიორებს დანიშვნა გენერალურმა პროკურორმა მიულოცა. 2022-23 წლებში საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება 35 პირმა გაიარა. სტაჟიორები ერთი წლის განმავლობაში საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, მათ უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები და გამოცდები. მათ საქმიანობას კი სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.