ყოფილი გამომძიებლის გამოკითხვა სასამართლოში

შეცვლის თუ არა ორწელიწადნახევრის შემდეგ გაკეთებული რეზონანსული განცხადება ასევე გახმაურებული საქმის გარემოებებს – თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ პროკურატურამ მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიცირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სერგო შუბითიძე, რომელიც რუსთავის პოლიციის გამომძიებლის პოზიციას იკავებდა და საქმეს თავდაპირველ ეტაპზე იძიებდა, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე და გარდაცვლილის ტელეფონთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. სწორედ შუბითიძემ გადაამოწმა ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი ცხედრის პოვნის შემდეგ. შუბითიძე პროკურატურაში უკვე დაიბარეს, თუმცა ყოფილმა გამომძიებელმა მაგისტრანტი მოსამართლეების წინაშე დაკითხვა მოითხოვა. იმ მოტივით, რომ კომპანია „ზეგის“ თანამშრომელ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენა არ მომხდარა და მტკიცებულებებმა თვითმკვლელობის ვერსია დაადასტურა, საქმის გამოძიება 2020 წლის დეკემბერში შეწყდა.