დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა პროკურატურას სარჩელით მიმართეს. საქმე ეხება საკრებულოს 25 აგვისტოს სხდომას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განცხადებით, კანონდარღვევით ჩატარდა მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების კენჭისყრა.
საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხისთვის“ წევრმაც. ნინო წულაძე აღნიშნავს, რომ რეგლამენტის დარღვევით ხმის მიცემის ფაქტზე აუცილებლად უნდა გატარდეს სამართლებრივი პროცედურები. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პროკურატურაში საჩივრის შეტანა პოლიტიკური მანიპულაციაა და ოპოზიციამ იცის, რომ დანაშაულის ნიშნები არსად ფიქსირდება.