წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავება

 კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც ამერიკული მხარის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა, პროკურატურამ გუშინ დააკავა. აშშ-ს მოქალაქე ორ შტატში 11 დანაშაულში არის ბრალდებული. ახლა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე ინდივიდუალური შეთანხმება უკვე გაფორმდა და შესაბამისი პროცედურებიც მიმდინარეობს.

საქმესთან დაკავშირებით „მოამბეს“ მეტი დეტალი პროკურორმა მიაწოდა, რომელსაც ხატია ჯამალაშვილი ესაუბრა.