„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პროკურატურას მიმართა

სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პროკურატურას მიმართა. კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელების პირველწყაროს დადგენას ითხოვს. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ შეიყვანა მოსახლეობა შეცდომაში და დააზიანა კომპანიის იმიჯი.