ბუტა რობაქიძის საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა დასრულდა

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ვიდეოექსპერტის დაკითხვა დასრულდა. მან დაადასტურა რომ მასალაში, რომელიც საქმის მტკიცებულებაა, წყვეტა 33-ჯერ ფიქსირდება.

კითხვაზე, არის თუ არა დაუმონტაჟებელი ნაწყვეტი, სადაც ცოცხალი ბუტა რობაქიძე  და იარაღი ჩანს, ექსპერტმა განაცხადა, რომ ამ ნაწილში წუთ-ნახევრის განმავლობაში, ჩანაწერი დაუმონტაჟებელია.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ვიდეო არის მას შემდეგ გადაღებული, რაც ბრალდებულებმა მტკიცებულებები გააყალბეს და შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს.

სხდომაზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა – პოლიციის ყოფილი ასმეთაური. მოწმის განმარტებით, როდესაც ის წერეთლის გამზირზე მივიდა, იქ დაკავებულების მანქანის საბარგულზე იარაღი იყო, თუმცა, რა ვითარებაში აღმოჩნდა მტკიცებულება იქ, მოწმისთვის უცნობია.