ექსპერტი- ბუტა რობაქიძის საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულება ერთმნიშვნელოვნად მონტაჟია
ექსპერტი- ბუტა რობაქიძის საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულება  ერთმნიშვნელოვნად მონტაჟია

ბუტა რობაქიძის სასმართლო პროცესზე ვიდეო ექსპერტი გიორგი გიორგაძე იკითხება. მისი განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერი, მონტაჟის წესით არის მიღებული.

გიორგი გიორგაძის თქმით, კადრებში, სადაც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლები დაკავებულების მანქანაში იარაღებს პოულობენ, გაუმართლებელი ცვლილებები ფიქსირდება და ვიდეო ერთმნიშვნელოვნად დამონტაჟებულია.

„დალუქულ პაკეტში იყო ერთი ფლეშკა 10 წუთიანი ჩანაწერით. შეუძლებელია წყვეტის აღნიშვნა, რიგ ადგილებში ფიქსირდება გაუმართლებელი ცვლილებები, შესაბამისად ვიდეო ერთმნიშვნელოვნად არის მონტაჟი”,-განაცხადა ექსპერტმა.