ბრალის წარდგენა

პროკურატურამ დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რვა საწარმო სუბიექტის დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი იყო, საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებული ღირებულების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას. შესაბამისად, მან განზრახ აარიდა თავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3 მილიონ 223 000 ლარის გადასახადს. სასჯელი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.