ახლა ჩვენ მოგიყვებით, როგორ გადაახდევინა ბანკმა ოჯახს, იპოთეკით აღებულ 12 000 დოლარამდე კრედიტში 5-ჯერ მეტი თანხა – 65 000 დოლარი, თუმცა სესხი მაინც ვერ დაფარეს. უფრო მეტიც, ბანკმა მათ ქობულეთში, იპოთეკით დატვირთული სამსართულიანი სახლი წაართვა.
თამარ ცხომარიას რეპორტაჟში თქვენ ნახავთ ფაქტებს სწრაფი ონლაინ სესხების შესახებაც, როგორ ითხოვენ 1500 ლარიან კრედიტში 18 000 ლარამდე თანხის უკან დაბრუნებას.
სახელმწიფო, საბანკო სისტემის მიმართ ლმობიერ პოლიტიკას ატარებს. შედეგად, მივიღეთ ის, რომ ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი საქართველოში დღითიდღე იზრდება.
პარალელურად, იზრდება კერძო ბანკების წმინდა მოგება, რამაც მხოლოდ გასულ წელს 870 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 77 მილიონი ჩვენი და თქვენი ჯარიმებიდან და საურავებიდან მიიღეს.