აქცია აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან

შეჩერდეს საცხოვრებელი ფართებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესი – ამ მოთხოვნით იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია დღეს აღსრულების ბიუროსთან შეიკრიბა. ასოციაციის იურისტი ნანო ცხადაია ამბობს, რომ გამოსახლების პროცესით მევახშეები სარგებლობენ და ვიდრე ამ საქმეებზე გამოძიება არ დასრულდება, განსახლება უნდა შეჩერდეს.

საპასუხო განცხადება დღეს აღმასრულებელ ბიუროში არ გაკეთებულა. გამოსახლების პროცესის გამო, გუშინ ხმაური იყო დედაქალაქში, ლოტკინზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა. კუკავამ იზოლატორი გუშინვე დატოვა.