გაძვირებული სესხები 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც 170 000-მდე ადამიანს ეხება.

მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების შედეგად მოქალაქეებს სესხები გაუძვირდათ. საუბარია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე, რომელიც ამჯერად ნახევარი პუნქტით გაიზარდა და უკვე 10,5 % შეადგენს, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს კი ნიშნავს, რომ მოქალაქეთა ნაწილს საბანკო კრედიტები წელს უკვე მეოთხედ გაუძვირდა. დღევანდელ ნაბიჯს ქვეყნის ცენტრალური ბანკი მკვეთრად გაზრდილი ინფლაციით ხსნის, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის, როგორც ინფლაციის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტის გამოყენებით სამომხმარებლო ფასების ზრდის შეჩერებას ცდილობს. ფაქტია, რომ წელს ამ ბერკეტის რამდენჯერმე გამოყენების მიუხედავად, პროდუქტებზე ფასები მაინც იზრდება, რის გამოც ცენტრალური ბანკი ხელისუფლების ოპონენტთა მწვავე კრიტიკის სამიზნეა. თუმცა სებ-ის პროგნოზი 2022 წლისთვის საკმაოდ ოპტიმისტურია.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდა ეკონომიკაზე და ინფლაციურ წნეხზე.