ეროვნული ბანკის მოთხოვნა კომერციული ბანკებისთვის

ეროვნული ბანკის ახალი მოთხოვნა კომერციულ სექტორს.

ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, კვარტალურ ანგარიშგებაში დეტალურად გაწერონ საპროცენტო განაკვეთებთან, სესხის მოცულობასთან და უარყოფილ განაცხადებთან დაკავშირებული მონაცემები და ეროვნულ ბანკს ინფორმაცია ამ ფორმით მიაწოდონ. ცენტრალური ბანკი მიღებულ მონაცემებს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს, სადაც სტატისტიკა ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მომხმარებელი კი შეძლებს სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები ერთმანეთს შეადაროს და შესაბამისი მომსახურების მისაღებად მისთვის სასურველ ბანკს მიმართოს.

როგორ აფასებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას სპეციალისტები, – მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.