ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი წინა მენეჯმენტის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე გადაწყდა, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადა სამიდან ისევ ოთხ წლამდე იზრდება. გაიზარდა 200 ათას ლარიანი სესხის ზედა ჭერიც და შედეგად მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, 300 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეეძლებათ. დოლარში შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის აღებისას ლიმიტი საერთოდ უქმდება.