ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

15:19, 13.03.2024

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა და 8,25% გახდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, 185 ათასამდე მსესხებელს ბანკში ყოველთვიური შენატანი გაუიაფდება.

2024 წელს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეორედ შეამცირა. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს გაიმართება.

მსგავსი