მდგრადი დაფინანსების ფორუმი თბილისში

მდგრადი დაფინანსების ფორუმი თბილისში. ღონისძიებას ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით უმასპინძლა. იმსჯელეს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწევებზე.

აღინიშნა, რომ ამ კუთხით მიღწეულია პროგრესი. დისკუსიები გაიმართა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ. ფორუმს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან.