რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა

მოქალაქეების ნაწილს საბანკო სესხები გაუიაფდა.

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას განაგრძობს. რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5%-ით შემცირდა. ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ჩამოსვლა გადაწყვეტილების მთავარ ფაქტორად დასახელდა. კონკრეტული გარემოებების პოზიტიური გავლენის მიუხედავად, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის მიმართ მაინც ფრთხილი მიდგომების შენარჩუნებას აპირებს. მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, გაგრძელდება თუ არა გაზაფხულიდან დაწყებული ტენდენცია და დაიწევს თუ არა რეფინანსირების განაკვეთი მომდევნო თვეებშიც.