ბაჩო ახალაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას სასჯელის ვადა ამოეწურა. მედიასთან ახალაიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს და მისთვის სირცხვილია იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც მიხელ სააკაშვილი ციხეში ჰყავს. შეგახსენებთ, ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.