სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან, რომელსაც თავის ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა და შეცდომა უწოდა, 17 წელი გავიდა. სწორედ 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის ცხედარი ოქროყანის ტყეში ნაწამები მეგობრებმა იპოვეს. მაშინდელმა სასამართლომ ფაქტზე კონსტიტუციური დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლა და საქმე დახურულად გამოაცხადა.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბებისა და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, მათ შორის თავად მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს, ასევე დათა და ბაჩანა ახალაიებს.