სააპელაციომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მოსამართლემ არ გაიზიარა არც დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა და ასევე არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც სასჯელების გამკაცრებას ითხოვდა. ძალაში დარჩა სასჯელები, ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას – 7 წლით და 6 თვით პატიმრობა, ხოლო ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს 11-წლიანი პატიმრობა.