ბაჩო ახალაია საპატიმროდან გათავისუფლდა

21:45, 01.03.2022

ცხრაწლიანი პატიმრობა დასრულდა. ბაჩო ახალაია თავისუფალია.

მედიისთვის მცირე კომენტარი გაკეთდა. ყოფილი მაღალჩინოსნის გეგმებში პოლიტიკური აქტივობები არ შედის. ძალოვანი უწყების ყოფილი პირველი პირის წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისთანავე, 2012 წელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა. თუმცა საბოლოოდ ის დამნაშავედ ციხის ბუნტის, სანდრო გირგვლიანის, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე სცნეს. წლების განმავლობაში მისი სასამართლო პროცესები ხმაურიანად მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის დროს.

მსგავსი