სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

მრავალწლიანი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.

ეს არის თბილისის მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006 წლის 27 მარტს მომხდარი არეულობის გახმაურებული საქმე სახელწოდებით, „კუხალაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. ციხის ბუნტის სახელით ცნობილ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

არეულობის შედეგად შვიდი პატიმარი დაიღუპა, მათ შორის ზურაბ კუხალაშვილი და არსენ ბუხრაშვილი. სწორედ მათი ოჯახის წევრები ჩიოდნენ სტრასბურგში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა მათ სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ ე. წ. ბუნტის ჩახშობის სპეცოპერაცია, რომელსაც ბაჩო ახალაია უწევდა ორგანიზებას, ისე დაიგეგმა და ჩატარდა, რომ იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი განურჩეველი და გადაჭარბებული.

ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს საუბარს.

დატოვე კომენტარი