სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

გახმაურებულ საქმეზე აპრილში გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა.

სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

ყოფილი მაღალჩინოსანი რეზონანსულ საქმეზე სამი მუხლით არის გასამართლებული. საქმეში თეთრაძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამი პირის, ასევე, ციხის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მძიმე ჩვენებები დევს.

ახალაიას დაცვის მხარე სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს.