გედევან ფოფხაძის განცხადება

გრიგოლ ვაშაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, სამოქალაქო ომის დაწყებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება.

ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა. დეპუტატის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” რევანშისტული განწყობა აქვს და მათი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ხოლო ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხიდან გამოიყვანონ. გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვებას პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისთვის გამოიყენებს.

გედევან ფოფხაძის პათოსს იზიარებს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარეც. გიორგი ლომია აცხადებს, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ გაიმარჯვოს.