შეფასებები გიგა ბოკერიას განცხადებაზე

გიგა ბოკერია სერგო თეთრაძის საქმეში სისტემური დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. მაშინ, როცა 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკის ციხეში წამებით სიკვდილი სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნისთვის ჯერ საკმარისი მტკიცებულებები მაინც არ არსებობს.

ხელახალი გამოძიების შემდეგ სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ დაადგინა, რომ თეთრაძე არარსებული დანაშაულის აღიარების მიზნით, სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მონაწილეობით აწამეს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა.