ატენის ქუჩაზე სადავო მშენებლობის ირგვლივ მოლაპარაკებები ჩაშლილია

ატენის ქუჩაზე სადავო მშენებლობის ირგვლივ მოლაპარაკებები ჩაშლილია. “ამხანაგობა 19”-ის  დამფუძნებლის განმარტებით, მოლაპარაკებები მერიის მედიატორობით მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, მოდავე  მხარეს, რომელსაც ატენის ქუჩაზე მცხოვრები 2 ოჯახი წარმოადგენს, 3 მოთხოვნა ჰქონდა, ამხანაგობა მზად იყო ყველა პუნქტის შესრულებისთვის, თუმცა ბოლო პუნქტი, რომელიც ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლების 3 მილიონი ლარის  სანაცვლოდ დათმობას  გულისხმობდა, ვერ შეთანხმდნენ, რადგან ოჯახები ამ თანხის დაუყოვნებლივ გადახდას ითხოვდნენ.  ამხანაგობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დავა სამართლებრივად გაგრძელდება.