თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა

მერია სატრანსპორტო რეფორმის მეორე ეტაპს იწყებს.

გეგმა თბილისში პრობლემური კვანძების მოწესრიგებას, თანამედროვე 200 ახალი ავტობუსის დამატებას, მეტროსადგურების რეაბილიტაციას და ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს მოიცავს.

გეგმაშია სატრანსპორტო ნაკადების სამართავად ელექტრონული ჭკვიანი სისტემის დანერგვა, რომელიც ნაკადების სიჭარბეს ავტომატურ რეჟიმში დააფიქსირებს და მერიას საცობების შესამცირებლად კონკრეტული ქუჩების განტვირთვის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება. მერია პრიორიტეტად ავტობუსების მოცდის დროის რვა წუთამდე შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ყოველწლიურ ზრდას აცხადებს.