თბილისის მერია ობიექტების განმეორებით შემოწმებას იწყებს

მერიიდან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მხოლოდ გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეა მიცემული.

დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დაკისრებული მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულა. გამომძიებლების შეკითხვებს რამდენჯერმე უპასუხა გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმაც. გიგა გიგაშვილი დღეს თანამდებობიდან გადადგა. რაც შეეხება მერს, დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელმა ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა ის პოლიტიკოსები, რომლებიც კალაძეს ტრაგიკული ფაქტის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა და გადადგომისკენ მოუწოდებენ. გაიცა დავალებაც – უნდა შემოწმდეს თბილისის ყველა ის ობიექტი, რომლის ექსპერტიზა კომპანია „მშენექსპერტმა“ ჩაატარა. ძიების მიხედვით, სწორედ ამ კომპანიამ გააყალბა ვაკის პარკის შადრევნის საექსპერტო დასკვნა.