ახალი სერვისი თბილისის მერიაში

დღეიდან, 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქში ახალი სერვისი ამოქმედდა.

მერიის ინიციატივით მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, კლუბი „60+“ გაიხსნა.  სიახლე განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, იყოს საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი. კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები.
მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული. საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა – ვარჯიში, ხატვა და მუსიკა.