დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ 

ამ დროისთვის დმანისში ვითარება განმუხტულია.

დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები შერიგდნენ. მერიაში შეხვედრა ერთი საათის წინ ხელის ჩამორთმევით დასრულდა. მანამდე კი ორი დღის განმავლობაში დმანისი ცხელი წერტილი იყო. მუნიციპალიტეტში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო. დღის ბოლოს ფიზიკური დაპირისპირების ეპიცენტრად დმანისის შესასვლელი იქცა. მუნიციპალიტეტში შესვლის მსურველებმა სამართალდამცველთა კორდონი გაარღვიეს. ხელკეტებით შეიარაღებული მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა მსუბუქი ავტომობილით მიმავალი მოქალაქე. თავს დაესხნენ პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც. ფიზიკურად გაუსწორდნენ „მოამბის“ ჟურნალისტს, ოპერატორს და ფოტორეპორტიორს. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა ახლობლები დმანისში შესვლას ცდილობდნენ, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ბოლო ცნობები მოვლენების ეპიცენტრიდან.

დატოვე კომენტარი