ლორთქიფანიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა შეჩერდა

ლორთქიფანიძის 10 ნომერში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება.

მიზეზი ობიექტის მშენებელი კომპანიის მხრიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებების გაუთვალისწინებლობაა, რის გამოც კომპანია 30 ათასი ლარით უკვე დააჯარიმეს. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო პროცესის არათანმიმდევრულმა მართვამ ფერდის ჩამოშლა გამოიწვია. შედეგად მშენებლობის მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან 70 ოჯახი გაიყვანეს. ადგილზე ახლა ჩამოშლილი ფერდის და საჭიროების შემთხვევაში კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. დაჯარიმებულ კომპანიაში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არ არის გამორიცხული საქმეზე კომპანიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.