ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ

დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დავა გრძელდება თბილისში დაგეგმილ კიდევ ერთ მშენებლობაზე. ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ. მათ პროტესტს მერიის ის გადაწყვეტილება იწვევს, რომლის თანახმად, ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა ხელახლა გაიცა. ეს კი, მოსახლეობისა და მათი ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

მერიის ხელმძღვანელობა დღეს პასუხიმგებლობას ზონალურ საბჭოს აკისრებს, რომელიც ამჟამად გაუქმებულია. კომპანიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მშენებლობა კანონისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გრძელდება.

დეტალები ვაკო ორმოცაძის სიუჟეტში.