ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
23:00 საათიდან, 74 მარშრუტზე, ავტობუსები, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ.
ტრანსპორტი მგზავრებს პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება.
მეტრო და ავტობუსები პირველი იანვრის დილის 04:00 – მდე, საბაგირო კი – 03:00 საათამდე იმუშავებს.