ახალი ავტობუსები ქუთაისის აეროპორტიდან

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი უახლესი ავტობუსი მოემსახურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი „Euro 6“ ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.
ავტობუსები შატლის ტიპისაა და განკუთვნილია მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით.