წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია – ამ ეტაპზე გამზირზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, იგება ასფალტის საფარის ქვედა ფენა. სამუშაოების გამო, წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით, 22 იანვრამდე მონაცვლეობით შეიზღუდება, შესაბამისად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. მას შემდეგ, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ორ კომპანიას მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა, გამზირზე სამუშაოები 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, მერიაში აცხადებენ, რომ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დათქმულ ვადებში აღდგება.