თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შვიდ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. საუბარია 304, 307, 311; 315, 339 351 და 385 ხაზებზე. ამ მარშრუტებზე ტრანსპორტის რაოდენობა 13 აპრილიდან გაიზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ავტობუსების რაოდენობა, ეტაპობრივად, ყველა იმ მარშრუტს დაემატება, სადაც დიდი მგზავრთნაკადია.