უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები. ამჟამად ეწყობა მიწისქვეშა კაბელ-არხები, რომელშიც საჰაერო სადენები განთავსდება. მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება.