გადაუღებლად თოვს გორში

დილიდან გადაუღებლად თოვს გორში. უამინდობის გამო, შეფერხებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სოფელ ტინის ხიდთან. ამ დროისთვის ყველა სახის ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ქალაქის მასშტაბით დილიდან იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.