ავტობუსის მძღოლებად ქალთა მომზადების პროგრამა

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებად ქალებიც იმუშავებენ. ამის შესახებ საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა. ავტობუსის მძღოლებად ქალების მომზადების პროგრამის მიზანია, მათი ეკონომიკური გაძლიერება. მსურველებს აპლიკაციების წარდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ამის შემდეგ, დაიწყება გადამზადების თეორიული და პრაქტიკული კურსი. პროექტი დააფინანსა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა.