უსინათლოთა საერთაშორისო დღე

უსინათლოებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

უსინათლოთა საერთაშორისო დღეს მხედველობის პრობლემის მქონე პირებს იმ პრობლემებზე უწევთ საუბარი, რომელთა დაძლევა წლიდან წლამდე ვერ ხერხდება. მათ შორისაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმოვანი სისტემების სრულად დანერგვა, ქუჩაში გადაადგილება და ინფორმაციის შეუფერხებლად მიღება. უსინათლოებისა და მცირე მხედველებისთვის გამოწვევაა განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დასაქმებაც. მხედველობის პრობლემის მქონე მოქალაქეები ხელისუფლებას ორი წლის წინ დამტკიცებული სტრატეგიით გათვალისწინებულ გეგმებს ახსენებენ.