თბილისის მთავრობის სხდომა

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ახალ სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას. ამ დოკუმენტის შემუშავება კი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება, რომელიც დანიურმა კომპანია „რამბოლიმ“ მოამზადა. სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.