ახალი სერვისცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას გაუწევს. დღეიდან, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ახალ ცენტრში, შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება.