წარდგენა მომსახურების სააგენტოში
შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, შალვა კბილაშვილი წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მისი თქმით, შალვა კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.