ავტოიმპორტიორებისა და დილერების აქცია
რუსთავში, მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოიმპორტიორები და დილერები შეიკრიბნენ. მათ ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს. ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრასა და სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. მათი აზრით, მსჯელობის შედეგად ექვსწლიანი ასაკობრივი შეზღუდვა ათ წლამდე უნდა გაიზარდოს.