დაჯილდოება შინაგან საქმეთა სამინისტროში
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაარსებიდან 19 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაიმართა. მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მომსახურების სააგენტოს დირექტორმა კი სააგენტოს საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიების ბოლოს მინისტრმა თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვა.