სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესი

12:13, 21.02.2026
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძე მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებსა და სერვის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფინანსური მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა რეალურად ესაჭიროებათ.
ცნობისთვის, 2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი, თუმცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი აქვთ.

მსგავსი